აშშ-ის პრეზიდენტმა პირველად დაუწესა რუსეთს უკრაინასთან დაკავშირებული სანქციები, რომლებიც ნავთობკომპანიებს „ლუკოილსა“ და „როსნეფტს“ ეხება.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მზადაა შემდგომი ქმედებებისთვის და მოუწოდა მოსკოვს, დაუყოვნებლივ დათანხმდეს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას.
სანქციები ტრამპისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებაა, რომელმაც ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დააწესა და სავაჭრო შეზღუდვებით შემოიფარგლა.
აშშ-მ ტარიფები არ დაუწესა ჩინეთს, რომელიც რუსული ნავთობის კიდევ ერთი მსხვილი მყიდველია.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე