აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებს ჯერ კიდევ ისევ სურს რუსეთთან შეხვედრა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბუდაპეშტში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაანონსებული შეხვედრა გააუქმა.
რუბიომ ეს განცხადება ენდრიუსის ერთობლივ ბაზაზე აშშ-ის მიერ რუსეთის ნავთობკომპანიებისთვის სანქციების დაწესების შემდეგ გააკეთა.
''დღეს ის დღე იყო, როდესაც მან რაღაცის გაკეთება გადაწყვიტა“ - განაცხადა რუბიომ და ამ რაღაცაში რუსეთისთვის სანქციების დაწესება იგულისხმა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე