აქციები შეზღუდვების წინააღმდეგ და მთავრობის პასუხი

26 იანვარი 2021, 20:09 918 ნახვა

შეზღუდვების ვადაზე ადრე შემსუბუქებაზე იმსჯელეს, ბიზნესსექტორმა და მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა. ბიზნესმა ვერ შეძლო მედიკოსების დარწმუნება იმაში, რომ ეკონომიკას რეგულაციების დაცვით აამოქმედებენ და არ დაზიანდება ეპიდემიოლოგიური ვითარება.

არც ზამთრის კურორტები და არც კვების ობიექტები, ჯერ-ჯერობით ვადაზე ადრე არ გაიხსნება, თუმცა შეთანხმება შედგა სამუშაო ჯგუფის შედგენაზე, რომელშიც კერძო სექტორთან ერთად, მთავრობის წევრები ჩაერთვებიან.

ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, საქართველო ფართომასშტაბიანი ეკონომიკის გახსნას მაშინ შეძლებს, თუ ვირუსით დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტზე ან უფრო ქვემოთ ჩამოვა.

ტრანსპორტის ამოქმედების, ბიზნეს ობიექტებისა და ბაზრობების გახსნის მოთხოვნით, დღეს, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაც გაიმართა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში