ფატალური ინციდენტი ფოთში

01 თებერვალი 2021, 20:02 1330 ნახვა

ფოთში, ჭანტურიას ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ახალგაზრდა კაცი და მისი მომვლელი, 70 წელს გადაცილებული ქალი გარდაცვლილი იპოვეს. ცეცხლი სავარაუდოდ გასათბობ ლეიბს გაუჩნდა და ძლიერი დაკვამლიანების შედეგად, ორივე გაიგუდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში