განათლების სამინისტრო: ყველა საჯარო სკოლა ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსებით აღჭურვილია

14 თებერვალი 2021, 12:15 1170 ნახვა

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ყველა საჯარო სკოლა ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსებით აღჭურვილია. უწყების ცნობით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დარიგდა სადეზინფექციო ხსნარები, თერმოსკრინინგის აპარატები, დეზობარიერები.

სკოლებში მოწესრიგებული და გამართულია სველი წერტილები, ზედმიწევნით არის დაცული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, შესრულებულია სამინისტროს ყველა რეკომენდაცია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში