ბაბუას მსგავსად ოჯახის სხვა წევრებიც უნდა დაისაჯონ - გარდაცვლილი მოზარდის დედა

16 თებერვალი 2021, 16:56 2198 ნახვა

ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის მოზარდის დედა ამბობს, რომ ბაბუას მსგავსად ოჯახის სხვა წევრებიც უნდა დაისაჯონ. დედა ირწმუნება, რომ ნინი ყოფილმა მაზლმაც სცემა, ბაბუა კი მუდმივად ფსიქოლოგიურად ძალადობდა ბავშვზე. 

დედის განმარტებით, შვილი თურქეთში მიყავდა, საბუთები მზად ჰქონდა, ბოლო ორი დღის განმავლობაში კი რა მოხდა არ იცის. 

''თვითმკვლელობამდე მიიყვანეს ჩემი შვილი, მე მას 2 დღით ადრე ველაპარაკე და არაფერს ასეთს არ ფიქრობდა. კარგ ხასიათზე იყო, საბუთები გამზადებული მქონდა, მიმყავდა, ველოდებოდი, იქ მოდიოდა. იმ ღამეს რაღაც მოხდა აქ ისეთი, რაც მე არ ვიცი...

ჩემი ყოფილი მამამთილის ძმისშვილებიც უნდა დაიჭირონ და დაიჭერენ ალბათ. მე მათაც ვადანაშაულებ ფიზიკურ ძალადობაში. რომ იძახიან არაფერი არ მიქნიაო, მე რა ჩემს შვილს გავაცოცხლებ და ის ილაპარაკებს? რაც ბავშვმა მითხრა ის ვთქვი მე.

ზეწოლაში ვიყავი მთელი ცხოვრება მაგათ ხელში. ბოროტი და შურიანები თვითონ არიან. ნინიმ მითხრა, რომ ყოფილმა მაზლმა უმოწყალოდ სცემა ექსპერტიზიდან, რომ ჩამოვიდა იმ დღეს. ბაბუას, რომ დაურტყია სახეში და თმებით მოუჩეჩია კი ვიცი, დანარჩენი ვინ დაარტყა დეტალურად არ ვიცი. ყოველთვის ძალადობაში იყო ჩემი შვილი, ღამით ვერ იძინებდა, ჩემი ყოფილი მამათილი ფსიქოლოგიურად ძალადობდა მასზე, რომ სვამდა ეჩხუბებოდა, რატომ გააკეთეო. ნინი ამას განიცდიდა ძალიან'' - უთხრა ჟურნალისტებს დედამ.

გარდაცვლილის დედა ამბობს, რომ გამოკითხვაზე გუშინ, დაახლოებით 8-ის ნახევარზე წაიყვანეს და დღეს დილით დაბრუნდა სახლში.

'' ჩვენი მიმოწერაც და ტელეფონიც იქ აქვთ, სანამ გამოძიება არ დამთავრდება არ დამიბრუნებენ. დაკითხვა დილის 8 საათამდე გაგრძელდა'' - განაცხადა გარდაცვლილის დედამ. 

დედის თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ შესაძლოა ნინის ბიძიებიც დააკავონ.

ამ წუთებში ქობულეთის პოლიციაში გამოკითხვა მიმდინარეობს. ნინის ოჯახის წევრები და ახლობლები სამართალდამცველების შეკითხვებს პასუხობენ. 

გუშინ ცნობილი გახდა, რომ მოზარდის ბაბუა ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს. ასევე დაკავებულია 23 წლის მამაკაცი, რომელსაც არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირს ედავებიან. 

14 წლის მოზარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი