ქართველი ძიუდოისტების წარმატება თელ-ავივში

21 თებერვალი 2021, 12:01 1270 ნახვა

ქართველმა ძიუდოისტებმა თელავივში გამართულ გრანდ სლემზე გუნდური პირველი ადგილი მოიპოვეს. მათი მონაგარი  8 მედალია - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 5 ბრინჯაოა.

საქართველომ პირველ საჭიდაო დღეს ორი მედალი მოიპოვა. ქართველი ძიუდოისტებისთვის  ყველაზე წარმატებული კი  მესამე საჭიდაო დღე გამოდგა. 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიგო, ხოლო ლაშა ბექაური ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში