ბოშების ინტეგრაცია აჭარაში

16 მარტი 2021, 20:20 440 ნახვა

ბოშები საქართველოში და მათი განათლება. არსებობს ოფიციალური მონაცემები, რომ განათლებას ბოშების ძალიან მცირე რაოდენობა იღებს, თუმცა მათი სკოლაში სიარულის მაჩვენებელიც უკიდურესად დაბალია და ეს ბოშათა თემის ერთ-ერთ მწვავე პრობლემას წარმოადგენს. ზოგან კი არის დასახლებები, სადაც ერთი ბავშვიც კი არ სწავლობს სკოლაში.

ამას აქვს არაერთი მიზეზი, მათ შორის საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციის არარსებობა, მშობლების სურვილის არქონა,ან ოჯახები ვერ ხედავენ განათლების ღირებულებასა და მიიჩნევენ, რომ ბავშვებმა ოჯახის ფინანსურ უზრუნველყოფაში წვლილი უნდა შეიტანონ. ქობულეთში, გელაურის დასახლებაში მდებარე სკოლა ფაქტობრივად ერთადერთია, სადაც საშუალო განათლებას დაახლოებით 70 ბოშა იღებს.

გიორგი მიქელაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში