ხელვაჩაურში საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე წუთით გადაიკეტა

28 მარტი 2021, 15:20 8140 ნახვა

რამდენიმე წუთით გადაკეტილი იყო ხელვაჩაურის ცენტრალური მაგისტრალი, ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები, აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზიდან გადასვლისკენ მოუწოდეს. 

ფრიდონ ხალვაშის 223 ნომერში მცხოვრები ჯაყელების ოჯახი იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც, მათი საცხოვრისი მაგისტრალის მშენებლობის გამო აღებაშია. ოჯახი სათანადო კომპენსაციას ან შესაბამისი ფართით უზრუნველყოფას ითხოვს. საქმე სასამართლოშია. ჯაყელების ოჯახი და მათი ახლობლები მასშტაბურ აქციებს და გზის გადაკეტვას აანონსებენ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში