განახლებული მოლაპარაკებები

29 მარტი 2021, 11:51 729 ნახვა

ათი დღის შემდეგ შვედი დიპლომატი მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას ისევ შეეცდება. ქრისტიან დანიელსონი პოლიტიკურ პარტიებთან ოფიციალურ შეხვედრებს დღეიდან იწყებს. ევროპული მედიაციის პირველი რაუნდი პოლიტიკური მხარეების საერთო პოზიციაზე შეუთანხმებლობის გამო ევროსაბჭოს პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა ერთ კვირაში დატოვა. ამჯერად ამბობს, რომ დასავლელ დიპლომატებთან ერთად აქვთ პარტიებისთვის შესათავაზებელი წინადადებები, თუმცა, განმარტავს, რომ კომპრომისი პოლიტიკოსებმა თავად უნდა გამონახონ. ის უკვე შეხვდა ქვეყნის პრემიერს. 

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში