,,ქართული ტოტემი’’ - ბექა ტაბაღუას პერსონალური გამოფენა

13 აპრილი 2021, 17:29 1479 ნახვა

,,ქართული ტოტემი’’- ამ სახელწოდებით ბათუმის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში პერსონალური გამოფენა მოეწყო. ახალგაზრდა კერამიკოსის, ბექა ტაბაღუას სკულპტურული ნამუშევრები პანდემიის პერიოდში დამზადდა და საჯაროდ ავტორმა დღეს პირველად  გამოიტანა.

დამთვალიერებლებს მხატვარ-კერამიკოსის,  ბექა ტაბაღუას  ნამუშევრების ნახვა  მუზეუმში 23 აპრილამდე შეეძლებათ. ბექა ტაბაღუას  არაერთ გამოფენაში აქვს მონაწილეობა მიღებული,  არის საერთშორისო პროექტების მონაწილეც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში