ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში

16 აპრილი 2021, 17:03 876 ნახვა

ლისაბონში ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში პირველ საშეჯიბრო დღეს ტატამზე ხუთი ქართველი ძიუდოისტი გავიდა. თემურ ნოზაძე, ტატიანა შუკვანი და მარიამ ჯანაშვილი ტურნირს ნაადრევ ეტაპზე გამოეთიშნენ. ფინალში გავიდა ვაჟა მარგველაშვილი, რომელიც ოქროს მედლისთვის იტალიელ მანუელ ლომბარდოს დაეჭიდება.

ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს ეთერ ლიპარტელიანი, რომელმაც რეპეშაჟში ისრაელის წარმომადგენელი ტიმნა ნელსონ ლევი იპონით დაამარცხა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში