რუსთაველის თეატრთან მაყაშვილის მხარდამჭერი აქციის შინაარსი თეატრის მსახიობებმა გააპროტესტეს

17 აპრილი 2021, 20:20 825 ნახვა

მცირე  სიტყვიერი დაპირისპირება იყო რუსთაველის თეატრთან აქციის მონაწილეებსა და მსახიობების ნაწილს შორის, სადაც ნინუცა მაყაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა. რუსთაველის თეატრის მსახიობების უკმაყოფილება თეატრის სამხატვრო დირექტორის, რობერტ სტურუას კრიტიკამ გამოიწვია, თუმცა ამბობენ, რომ ძალადობას გმობენ. რუსთაველის თეატრის წინ აქცია ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ სახელწოდებით ილაპარაკე ძალადობაზე — მოქმედების დროა გაიმართა.

აქციის მონაწილეები გმობენ ძალადობას და შესაბამის უწყებებს  რეაგირებისკენ მოუწოდებენ.  მას შემდეგ, რაც მსახიობმა და ტელეწამყვანმა, ნინუცა მაყაშვილმა ყოფილი ქმრის, მსახიობ ბესო ზანგურის მხრიდან ოჯახში ძალადობაზე ისაუბრა, სტურუა ზანგურს გამოესარჩლა. მან მაყაშვილის განცხადება საბჭოთა კავშირის მიერ  დაწყებულ პოლიტიკურ რეპრესიებს შეადარა და ჰომოფობიური განცხადებები გააკეთა.

საზოგადოების კრიტიკის შემდეგ, რუსთველის თეატრმა გააუქმა რობერტ სტურუას სპექტაკლის ჩვენება, რომელშიც ბესო ზანგური მონაწილეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში