საქართველოში კორონავირუსის 1 788 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 31 პაციენტი

11 მაისი 2021, 10:59 1451 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 1 788 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან  1 251 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა - 31.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 5,76 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 6,35 პროცენტს შეადგენს, ხოლო ბოლო 14 დღის – 6,07 პროცენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 28 532 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 349, „პისიარ“ ტესტით – 8 183.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 788 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 963 შემთხვევა, აჭარა - 127, იმერეთი - 178, ქვემო ქართლი - 78, შიდა ქართლი - 72, გურია - 58, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 131, კახეთი - 79, მცხეთა-მთიანეთი - 73, სამცხე-ჯავახეთი - 16, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 13.

სულ აცრილია – 67 136 ადამიანი, დღიურად აცრილია 4 689.

კარანტინის რეჟიმშია 65, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 296 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 775 პირი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში