ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სკოლამდელი აღზრდის ბავშვთა განვითარების პროგრამის შესახებ კონფერენცია გაიმართა. პროგრამა საერთაშორისო ორგანიზაცია იუნისეფისა და საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ ხორციელდება. იგი მიზნად ისახავს სკოლამდელი დაწასებულებების პედაგოგების გადამზადებასა და ბავშვების მომზადების სპეციალური პროგრამების დანერგვას.