აჭარაში კორონავირუსის 82 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 

02 ივნისი 2021, 10:56 811 ნახვა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, აჭარაში კორონავირუსის 82 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში 385 მოქალაქე მკურნალობს, მძიმე პაციენტია 82, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 15 პირი.

ქვეყნის მასშტაბით 639 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 380 - თბილისში, 234- აჭარაში. 7 594 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 19 104 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 10 465 პირი, აჭარაში - 2 240.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში