ქობულეთი ტურისტთა ნაკადის მოლოდინში

02 ივნისი 2021, 19:45 957 ნახვა

რამდენიმე დღეში აჭარის რეგიონში ტურისტული სეზონის ოფიციალური გახსნა იგეგმება. აქცენტი წელსაც ,,უსაფრთხო ტურიზმზე“ კეთდება. სექტორში დასაქმებულებმა სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყეს. მათი თქმით,  სახელმწიფოს მხრიდან სექტორისთვის გარკვეული შეღავათების დაწესება აუცილებელია. ამ შემთხვევაში ძირითადად კოვიდ ტესტის საფასურზეა საუბარი. ტურისტს მარტო ტესტის ჩაბარება დაახლოებით 100 დოლარი უჯდება.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში