ქობულეთში მყვინთავები ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ 

04 ივნისი 2021, 17:49 3858 ნახვა

ქობულეთში მყვინთავები  მამაკაცს ეძებენ.  არსებული ინფორმაციით, 23  წლამდე ასაკის მამაკაცმა ზღვაში  შეცურა, უკან გამოსვლა კი ვეღარ შეძლო. 

ადგილობრივებმა სამაშველო ბრიგადა გამოიძახეს. 

''ახალგაზრდა ბიჭი ყვიროდა, მეგობარი დაიხრჩო და მიშველეთო,  პანიკაში იყო. როგორც ვიცით მეგობრები არიან და ზღვაზე ერთად მოვიდნენ. აქ სასწრაფო დახმარების ბრიგადაც იყო, ნაპირზე მყოფ ახალგაზრდას ძლიერი ემოციური ფონი ჰქონდა'' - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებში ჩართულია 20 მაშველი, 4 მყვინთავი, კვადროციკლი და დრონი.

შემთხვევა პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. 

 

 

 

 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში