ფოთში სამძებრო სამუშაოები გრძელდება

10 ივნისი 2021, 12:02 885 ნახვა

მეორე დღეა ფოთში, ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. თვითმხილველთა ინფორმაციით, 25 წლამდე ახალგაზრდა მეგობრებთან ერთად წყალში საბანაოდ შევიდა და მალევე გაუჩინარდა. მათივე განმარტებით, ის, სავარაუდოდ, წყლის დინებამ გაიტაცა.

ამ წუთებში ზღვაში სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში