ნინოწმინდის პანსიონში კარატეს სკოლის 50 მოსწავლე მიიყვანეს

12 ივნისი 2021, 19:53 1796 ნახვა
00:00
00:00

მთავარეპისკოპოს სპირიდონს, რომელიც ნინოწმინდის პანსიონს მართავს და რომელსაც, პანსიონის აღმზრდელებთან ერთად, ბავშვებზე ძალადობაში ადანაშაულებენ, სოლიდარობას უცხადებს პატრიოტთა ალიანსი.

პარტიის წევრმა გიორგი ლომაიამ კიოკუშინ კარატეს ფედერაციასთან ერთად ნინოწმინდის პანსიონში 50-მდე ბავშვი მიიყვანა. ფედერაციის ხელმძღვანელი, გოჩა კაკაბაძე ამბობს, რომ ბავშვები პანსიონში რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩებიან და პანსიონში მცხოვრებლებს კარატეს სწავლაში დაეხმარებიან.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი