როგორია ავარიის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა?

13 ივნისი 2021, 12:35 1087 ნახვა

კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებულებიდან ორ პაციენტთან, მათ შორის არასრულწლოვანთან ოპერაციული ჩარევა დღეს იგეგმება. ამის შესახებ "ნიუ ჰოსპიტალსის" კლინიკის რეანიმატოლოგმა განაცხადა. ალექსანდრე მხარგრძელის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა არცერთი პაციენტი მართვით სუნთქვაზე არ იმყოფება.

ცნობისთვის, კრწანისის ქუჩაზე, ავარიის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა და რამდენიმე დაშავდა. გამოძიება ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში