ყველა დიდი თუ მცირე პროექტი სწორედ რეგიონების გაძლიერებას, ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას ემსახურება - პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ

25 ივნისი 2021, 15:00 926 ნახვა

საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ. მთავრობის მეთაური დეპუტატებს წლიურ მოხსენებას წარუდგენს.

ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ  საქართველო, ისევე, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნები, პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა, თუმცა, ამ ქვეყნის შემთხვევაში, პანდემიას თან ერთვოდა ხელოვნურად შექმნილი კრიზისი.

მისივე განცხადებით, ყველა დიდი თუ მცირე პროექტი სწორედ რეგიონების გაძლიერებას, ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას ემსახურება

„ბოლო ერთი წელი, ჩვენი ქვეყნისთვის, ისევე, როგოც მთელი მსოფლიოსთვის, განსაკუთრებული გამოწვევებისა და სირთულეების წელი იყო. რაც ყველაზე სამწუხაროა, გლობალურმა პანდემიამ მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. გარდა ჰუმანიტარულისა, პანდემიამ გამოიწვია გლობალური ეკონომიკური კრიზისი, რაც ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზეც რთულად აისახა. ჩვენი საზოგადოებისთის, უმწვავეს პრობლემებს დაემატა ხელოვნურად შექმნილი, ე.წ. პოლიტიკური კრიზისიც და მე სწორედ ამ რთულ პირობებში, სამიოდე თვის წინ, დამეკისრა ეს მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობა“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ გლობალურმა პანდემიამ შეიწირა მრავალი ადამიანის სიცოცხლე, გარდა ჰუმანიტარული კრიზისისა, პანდემიამ გამოიწვია უპრეცედენტო მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, რაც თითოეული თანამოქალაქის კეთილდღეობაზეც მძიმედ აისახა.

"დროის მოკლე პერიოდში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოვიზიდეთ 2 მილიარდ 100 მილიონი ამერიკული დოლარის დაფინანსება, რამაც შესაძლებელი გახდა პანდემიის საპასუხო ღონისძიებების სრული დაფინანსება და მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება. ჩვენ შევიმუშავეთ ჯანდაცვის, სოციალური და ბიზნესის მხარდაჭერის ღონისძიებების მძლავრი პაკეტი. ჯანდაცვის ხარჯებმა შეადგინა 900 მილიონი. რაც შეეხება ბიზნესის მხარდაჭერას, ეს იყო 3 მილიარდი ლარი, მოქალაქეთა სოციალური დაცვის ღონისძიებებმა მილიარდ 300 მილიონი ლარი შეადგინა. წელს პანდემიის გავლენის შემცირებასთან ერთად ეკონომიკის გაჯანსაღების წელია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის განცახდებით, განხორციელდა 600 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია, გაიხსნა მაგისტრალური გზის 70 კმ, ამ სამუშაოებმა თბილისი-ბათუმის გზა ერთი საათით შეამცირა.

"შევიმუშავეთ ჯანდაცვის, სოციალური და ბიზნესის მხარდაჭერის ღონისძიებების მძლავრი პაკეტი. ჯანდაცვის ხარჯებმა შეადგინა 900 მილიონი.ბიზნესის მხარდაჭერამ – 3,0 მილიარდი ლარი.მოქალაქეთა სოციალური დაცვის ღონისძიებებმა – მილიარდ სამასი მილიონი ლარი შეადგინა"-განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის ანგარიში 151-გვერდიანია. სხდომას ესწრება 108 კანონმდებელი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში