აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პასუხი ოპოზიციას

06 მაისი 2016, 00:00 3074 ნახვა

რეგიონის პირველმა პირმა ასევე კომენტარი გააკეთა მწვანე კონცხზე უნივერსიტეტის კუთვნილი ქონების საკითხთან დაკავშირებითაც. არჩილ ხაბაძის თქმით, ქონება რომელიც უნივერსიტეტმა მთავრობას გადასცა ინვესტორზე კონკრეტულ ფასად და პირობით გაიცა და ის 1 ლარად არ გასხვისებულა. ამასთან იქ კერძო სახლის მშენებლობაზე საუბარი არ ყოფილა და კომპანიას 30 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელება ევალება. ხაბაძე განმარტავს, რომ უნივერსიტეტს ამ ქონების სანაცვლოდ ჩაქვში უმაღლესი საბჭოს შენობას სთავაზობენ. შემოსული ინვესტიციით კი საკანონმდებლო ორგანოსთვის შენობას შეიძენენ ან ააშენებენ. არჩილ ხაბაძემ დღეს პასუხი ოპოზიციის ბრალდებებსაც გასცა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში