 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            არსებობს კორონავირუსის უფრო საშიში შტამის საფრთხე, ვიდრე "დელტაა", - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა ტოკიოში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 138-ე სესიაზე გამოსვლისას განაცხადა. მისი განცხადებით, პანდემია განსაცდელია, რომელსაც მსოფლიო ვერ უმკლავდება.
ჯანმოს ხელმძღვანელის აზრით, თითოეული ქვეყნის მოსახლეობის 70% -ის ვაქცინაცია არა მხოლოდ შეაჩერებს კორონავირუსის პანდემიას, არამედ გლობალური ეკონომიკის განახლების შესაძლებლობასაც მისცემს.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            