"TV პირველის" ოპერატორზე ძალადობის ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

26 ივლისი 2021, 14:39 1235 ნახვა

ტვ პირველის ოპერატორზე ლექსო ლაშქარავაზე ძალადობაში ბრალდებულ მე-6 პირსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე ეკა კულულაშვილმა სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და მიიჩნია, რომ არსებობდა მიმალვის, მოწმეზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

გია გიგუაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ აღიარებს სისხლის სამართლის 154 მუხლით ჩადენილ დანაშაულს, რაც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას გულისხმობს. მისი ადვოკატი საპატიმრო სასჯელის ნაცვლად 3000 - ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში