შსს კორუფციის წინააღმდეგ გაერთიანების წევრი გახდა

22 ნოემბერი 2016, 00:00 2481 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია კორუფციის წინააღმდეგ ევროპელი პარტნიორების გაერთიანების წევრი გახდა. ორგანიზაციაში გენერალური ინსპექციის გაწევრიანებას ლატვიაში კონფერენციის  მონაწილეებმა  მხარი ერთხმად  დაუჭირეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ეს ევროინტეგრაციის კუთხით მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერის, ანგარიშვალდებულების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის და ეფექტური საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ორგანიზაცია 2004 წელს დაარსდა. იგი დამოუკიდებელ, არაფორმალურ ჯგუფს წარმოადგენს, რომელიც ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ანტიკორუფციულ და საპოლიციო საქმიანობაზე ზედამხედველობის 60-ზე მეტ სამსახურს აერთიანებს. 

ამავე კატეგორიაში