ქობულეთში სტიქიის შედეგად 8 სოფელი დაიმეწყრა - 20 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა 

03 სექტემბერი 2021, 19:37 1693 ნახვა

მთელი დღის განმავლობაში, უხვი ნალექის გამო, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მეწყრული პროცესები იყო გააქტიურებული.

ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე აჭყვა. ძლიერ წვიმას ქარბორბალაც დაემატა, რომელმაც სახლებს სახურავები გადახადა. წყლის მასამ შეაღწია საკარმიდამო ნაკვეთებსა და საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებში. 

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის, ქობულეთის განყოფილების უფროსის ერეკლე კახიძის თქმით, სტიქიის შედეგად 8 სოფელი დაიმეწყრა. 

"მთელი დღეა მეწყრულ კერებზე 4-ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს. 5-ადმინისტრაციულ ერთეულის, 8-სოფელი დაიმეწყრა, ესენია: ბობოყვათი, დაგვა, სოფელ ქობულეთი, საჩინო, ქვედა აჭყვა, სოფელი კვირიკე. კონკრეტულ სოფლებში მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებზე მცირე მეწყერული კერა წარმოიშვა და ასევე ქვა-ღორღით სოფლის ცენტრალური სამანქანე გზები ჩაიხერგა, რომელიც აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ჯგუფებმა გაწმინდეს", - აცხადებს კახიძე. 

ქობულეთის მერიაში სტიქიის სალიკვიდაციო კომისია შეიქმნა, რომელიც სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს დაითვლის.

მუნიციპალიტეტში სტიქიამ, 20-საცხოვრებელი სახლი დააზიანა და გარკვეულ უბნებს ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა შეექმნა, როგორც ქობულეთის მერი, მირიან ქათამაძე ამბობს, მერიის ცხელ ხაზზე, მთელი დღის განმავლობაში 50- მეტი შეტყობინება შევიდა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში