დაირღვა თუ არა კანონი - რა ზომებს გაატარებს ქობულეთის 81-ე საარჩევნო ოლქი

11 სექტემბერი 2021, 20:30 1363 ნახვა

დაირღვა თუ არა ქობულეთში ნომერ პირველ საარჩევნო უბანზე, საარჩევნო ან სისხლის სამართლის კანონმდებლობა? რა რეაგირება ექნებათ ამაზე ოლქში? როგორც იცით დღეს დილიდან ქობულეთში ერთ-ერთ უბანზე, რომელიც სასტუმრო კომპლექსშია განთავსებული კომისიის წევრები არ შეუშვეს. მიზეზად ადმინისტრაციამ შიდა ტერიტორიაზე დაგეგმილი ღონისძიება დაასახელა.

 ოპოზიციის განცხადებით, მომხდარი  სისხლის სამართლის დანაშაულია, ისინი სწორედ ამ საკითხზე აპირებდნენ განმარტებების მოსმენას 81-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისგან, რასაც ადგილზე სიტყვიერი დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა. ცნობისთვის ქობულეთში, N1 საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 81-ე საარჩევნო საოლქო კომისიამ მოკვლევა დაიწყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში