იანვარი-აგვისტოს პერიოდში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 22%-ით გაიზარდა - ეკონომიკის მინისტრი 

13 სექტემბერი 2021, 14:08 211 ნახვა

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, იანვარი-აგვისტოს პერიოდში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 22%-ით, ხოლო ექსპორტი 25.7%-ით გაიზარდა.

„დღეს გამოქვეყნდა 8 თვის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა, გვაქვს კვლავ ძალიან პოზიტიური ტენდენცია. მთლიანობაში, სავაჭრო ბრუნვა 8 თვეში  22%-ით არის გაზრდილი. განსაკუთრებით გავამახვილებ ყურადღბას საქართველოდან ექსპორტზე.  აგვისტოს თვეში არის 14.6%-ით გაზრდილი, გაფართოვდა გეოგრაფია და არეალი.

შესაბამისად, იანვარი-აგვისტოს პერიოდში საქართველოდან ექსპორტი გაიზარდა ძალიან კარგი ტემპით - 25.7%-ით წინა წელთან შედარებით და პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით ასევე გაზრდილია 7.2%-ით.

ეს ნიშნავს იმას, რომ კვლავინდებურად გრძელდება ეკონომიკური გაჯანსაღება, ექსპორტი პირდაპირ აისახება ეკონომიკურ ზრდაში, ეს სტიმული ძალიან ძლიერია. ჩვენ კვლავ ვადასტურებთ, რომ გვაქვს შანსი გვქონდეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა წლის ბოლოს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში