ცესკო ბელარუსელ დამკვირვებლებს რეგისტრაციას არ უჩერებს

17 სექტემბერი 2021, 11:55 968 ნახვა

ცენტრალურ საარჩევნო კომისია ბელარუსელ დამკვირვებლებს რეგისტრაციას არ უჩერებს. ცესკოში ამ საკითხზე დღეს დილით ბრიფინგი გაიმართა სადაც განაცხადეს, რომ ბელარუსიდან დამკვირვებლების რეგისტრაციას კომისიის 17-ვე წევრმა მხარი დაუჭირა.  

უწყებაში ამბობენ, რომ ბელარუსის საარჩევნო ადმინისტრაცია  არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია და საქართველოში არჩევნებს 2010 წლიდან აკვირდება.

გუშინ ბათუმში ბელარუსელი დამკვირვებლების მოხსნის მოთხოვნით დიასპორის წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში