საფრანგეთისა და ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრების სამიტე გაუქმდა

20 სექტემბერი 2021, 15:50 758 ნახვა

საფრანგეთისა და ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრების სამიტი გაუქმდა. მიზეზი აშშ-ს, ავსტრალიასა და ბრიტანეთს შორის გაფორმებული ბირთვული შეთანხმებაა, რის გამოც ავსტრალიამ საფრანგეთთან 2016 წელს დადებული შეთანხმება გააუქმა. ასევე გაუქმდა ფრანკო-ბრიტანული საბჭოს შეხვედრაც, რომელსაც ორივე ქვეყნის შეიარაღებული ძალების მეთაურები უნდა დასწრებოდნენ. უსაფრთხოების სფეროში ახალი პარტნიორობის შექმნის შესახებ აშშ-მა, ავსტრალიამ და ბრიტანეთმა 15 სექტემბერს განაცხადეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში