ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქცია

23 სექტემბერი 2021, 11:48 1114 ნახვა

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის 5 კმ-იანი მონაკვეთის რეკონსტრუქციის ფარგლებში, აქტიურად მიმდინარეობს გზაზე ხელოვნური ნაგებობების მოწყობა. ფერდსამაგრი სამუშაოების შემდეგ უშუალოდ ორნაწილიანი სავალი გზის მოასფალტება გაგრძელდება.  . გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენს დაუკავშირდება. ჯამში რეკონსტრუქცია 7 ხიდს და 47 კილომეტრიან გზას ჩაუტარდება. ბიუჯეტიდან 14 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული, სამუშაოების ნაწილს კი ქუვეითის ფონდი აფინანსებს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში