ე.წ. ჭაობის დასახლებაში ამოტუმბვითი სამუშაოები გრძელდება

23 სექტემბერი 2021, 15:15 772 ნახვა

მეორე დღეა ცდილობენ მოქალაქეები დატბორილი პირველი სართულების მოწესრიგებას.  ბათუმში ძლიერი წვიმის გამო რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. ბათუმის მერიაში 300-ზე მეტი ზარი დაფიქსირდა, მოქალაქეები დახმარებას ითხოვდნენ. მოქალაქეების ნაწილმა სახლები და მაღაზიები წყლისგან საკუთარი ძალებით დაცალა. დასველდა ავტომობილებიც. პირველადი მონაცემებით, ბათუმის მერიას დაზარალებულმა ასამდე ოჯახმა მიმართა. ამ დროისთვის ამოტუმბვის სამუშაოები ყველა ლოკაციაზე დასრულებულია. ბათუმის წყლის თანამშრომლები ამჯერად მხოლოდ ე.წ „ოცნების ქალაქში“ მუშაობენ.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი