ბათუმის სარაგბო კლუბმა ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო

24 სექტემბერი 2021, 17:57 1402 ნახვა

ბათუმის სარაგბო კლუბმა საქართველოს რაგბის დიდი 10-ის გათამაშება მოგებით დაიწყო. 2021/22 წლის სეზონმა სტარტი დღეს ქუთაისში აიღო. სეზონის გახსნის მატჩში "ბათუმი" გასვლაზე ქუთაისის ‘არესის’ ესტუმრა და 22:7 გაიმარჯვა.

ბათუმელებიდან 3 ლელო სიჭინავამ დადო. 2 ზუსტი გარდასახვა და ერთი ჯარიმა მამუკა ნინიძის ანგარიშზეა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ "ბათუმის" მორაგბე ანზორ სიჭინავა დასახელდა.

პირველი ტურის სხვა მატჩების განრიგი: 25 სექტემბერი ხარები - ყოჩები 15:00 საათი ლელო - აკადემია 17:00 საათი 26 სექტემბერი ყაზბეგი - აია 15:00 საათი ლოკომოტივი - იუნკერები 17:00 საათი.

 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში