სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა

27 სექტემბერი 2021, 12:18 750 ნახვა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ტერიტორიული მთლიანობის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ მეომართა მემორიალთან შეიკრიბნენ ქობულეთშიც.  ომის ვეტერანებმა, მერიის და საკრებულოს წევრებმა   წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გარდაცვლილ გმირებს და ყვავილებით შეამკეს მემორიალი.ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აფხაზეთის ომში 10 პირი იბრძოდა, სამი მათგანი  დაიღუპა. ამჟამად ქობულეთში აფხაზეთის ომის 6 მონაწილე ცხოვრობს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში