საგანგაშო კოვიდსტატისტიკა

17 ოქტომბერი 2021, 15:09 900 ნახვა

კორონავირუსი ბოლო დღე-ღამეში კიდევ  4 581 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის აჭარაში 161-ს. ვირუსს ბოლო 24 საათში 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, გამოჯანმრთელდა 2 494 პაციენტი. ბოლო დღეებია ვირუსით ინფიცირების შემთხვევები 5000-ს ფარგლებშია, სპეციალისტები  ეპიდემიის დამარცხების ერთადერთ გზად  ვაქცინაციას ასახელებენ, თუმცა აცრის მსურველთა რიცხვი იკლებს.

ჯანდაცვის ექსპერტები ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ, აცხადებენ რომ ვაქცინაციის პოპულარიზაცია ქვეყანაში არ ხდება. 17 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 1 911 877 აცრა. მათ შორის სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 900 ათას 916 ადამიანი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში