247 მილიონზე მეტი კოვიდინფიცირებული - მსოფლიო სტატისტიკა

02 ნოემბერი 2021, 10:03 562 ნახვა

247 მილიონზე მეტი ინფიცირებული და 5 მილიონი გარდაცვლილი - ასეთია მსოფლიოში  კოვიდ ინფექციის გავრცელების ბოლო მონაცემები. კვლავ მძიმე ეპიდვითარებაა რუსეთში, უკრაინასა და თურქეთში . მხოლოდ გასულ 24 საათში რუსეთში ინფექცია 40 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.

საფრანგეთში ბოლო 6 კვირაში ჰოსპიტალიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. გაზრდილია ინფექციის მაჩვენებელი იტალიაში, სადაც ერთ დღეში, თითქმის 5 ათასი ადამიანი დაავადდა. ბოლო 24 საათში, თითქმის 20 ათასი ინფიცირებული დაფიქსირდა შტატებში, მათ შორისაა თეთრი სახლის პრესმდივანიც. საჯარო მოხელეებს 22 ნოემბრამდე აქვთ აცრის ვადა მიცემული.

ჯანდაცვის ექსპერტები შიშობენ, რომ არდადეგების დასრულებისთანავე ვირუსის გავრცელება კვლავ აქტიურ ფაზაში შევა.  უახლოეს მომავალში კი, შეერთებულ შტატებში 5-დან 11 წლამდე ბავშვების Pfizer-ის ვაქცინით აცრას დაიწყებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში