ენმ მხარდამჭერებს მოუწოდებს სააკაშვილის პროცესის დროს სასამართლოსთან შეიკრიბონ

27 ნოემბერი 2021, 15:27 793 ნახვა

"ნაციონალური მოძრაობა" მხარდამჭერებს მოუწოდებს, 29 ნოემბერს, საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბონ, სადაც 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, მძლავრ პროტესტს ალტერნატივა არ აქვს.

ლევან ბეჟაშვილი იმედოვნებს, რომ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე დასწრების შესაძლებლობა ექნება.რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" გეგმას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ბეჟაშვილი ამბობს, რომ მათი მოქმედებები არსებული ვითარებიდან გამომდინარე  განახლებადი იქნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში