ბათუმის ''დინამოს'' ბოლო ტურის მატჩი 1 დღით გადმოიწია

29 ნოემბერი 2021, 23:56 581 ნახვა

საქართველოს ჩემპიონის ბათუმის ''დინამოს'' მიმდინარე სეზონის ბოლო მატჩი 1 დღით გადმოიტანეს.

ეროვნული ლიგის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია ცოტა ხნის წინ განახლდა.

ბათუმის ''დინამოს'' და გორის ''დილას'' მატჩის ჩატარების დროდ 3 დეკემბერის 19:00 საათია მითითებული.

შეგახსენებთ, რომ ბათუმელებმა ჩემპიონობა ორი ტურით ადრე გაინაღდეს. ბოლო ტურის მატჩი გორის ''დილასთან'' ფორმალობაა და გუნდს შეხვედრის დასრულების შემდეგ ისტორიაში პირველად საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის თასი გადაეცემა.

ბილეთებზე ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში