ქართული წარმოების პროდუქციის ექსპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 44,1%-ით გაიზარდა - თურნავა

20 დეკემბერი 2021, 13:13 1218 ნახვა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 3 822.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 26.7 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ადგილობრივი წარმოების საექსპორტო პროდუქციის ზრდაზე არის დადებითი ტენდენციები.

ნათია თურნავას თქმით, ქართული წარმოების პროდუქციის ექსპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 44%-ით გაიზარდა.

მინისტრის განმარტებით, არცერთ კონკრეტულ ბაზარზე არ არის ქართველი მწარმოებელი დამოკიდებული და ქვეყნები მაქსიმალურად არის მოცული. სწრაფად გაყიდვების კუთხით გამოირჩევა მეზობელი ქვეყნები, ასევე ჩინეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. 

ნათია თურნავას თქმით, ექსპორტში ლიდერობს სპილენძის მადნები და კონცენტრატები. შემდეგ კი არის სასოფლო-სამეურნეო  პროდუქცია. ეს არის თხილი, ღვინო და ა.შ.

''ეს არის შემოსავალი, რომელიც პირდპაირ გლეხის ოჯახისკენ მოემართება. მაქსიმალურად მაღალი მოთხოვნა არის ამ პროდუქციაზე'' - განაცხადა მინისტრმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი