ქობულეთში საცხოვრებელი სახლი იწვის 

20 დეკემბერი 2021, 13:46 5693 ნახვა

ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირზე ხანძარია. ცეცხლი კერძო სახლის მეორე სართულზე გაჩნდა. 

მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანებაა. შემთხვევის ადგილას იმყოფება სახანძრო-სამაშველო სამსახურის 4 ბრიგადა. მიმდინარეობს სამუშაოები. 

ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტილია. 

დაშავებულების შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ ვრცელდება.  მიმდებარე სახლებიდან მოქალაქეები უკვე გამოიყვანეს.  

აღმაშენებლის გამზირზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში