სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიში

27 დეკემბერი 2021, 15:40 879 ნახვა

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა უწყების მუშაობის წლიური ანგარიში წარადგინა. გიორგი სურმანიძემ მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.მისი განცხადებით, მიმდინარე წელს სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 15 პროექტი. ასევე განხორციელდა გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა, რომლის ფარგლებში 300-მდე სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებისა და მცირე საოჯახო მეურნეობების პროექტი დაფინანსდა. შეხვედრაზე ითქვა, რომ მომავალი წლისთვის განახლდება  მეფუტკრეობის განვითარების ქვეპროგრამა, იზრდება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშგანახლების ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტი. მომავალ წელს უწყების ბიუჯეტი 20 მილიონ ლარზე მეტია.

ნონა კირკიტაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში