ხანძრის შედეგად რვა წევრიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა

17 იანვარი 2022, 12:05 1658 ნახვა

ქობულეთში, სოფელ აჭყვაში, ხანძრის შედეგად  კონცელიძეების საცხოვრებელი  სახლი მთლიანად  დაიწვა.  არსებული ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, სახანძრო ტექნიკა შემთხვევის ადგილზე  უგზოობის გამო დროულად ვერ მივიდა. მეხანძრეებს კი საცხოვრებელი სახლი  დამწვარი დახვდათ. 

ამ ეტაპზე კონცელიძეების  რვაწევრიანი ოჯახი თავს ახლობლებს აფარებს.

ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ ოჯახს დროებით ქირით გაიყვანენ, ოჯახის მდგომარეობას   სპეციალური კომისია  შეისწავლის  და   დაეხმარებიან.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში