1971 წლის სტიქიის მსხვერპლთა გახსენება

11 თებერვალი 2022, 20:13 1073 ნახვა

ხულოში 1971 წელს სოფელ ღურტაში ტრაგედიის შედეგად დაღუპული თანამოქალაქეები გაიხსენეს და მათ   ხსოვნას პატივი მიაგეს. 

51 წლის  წინ  11 თებერვალს   სოფელში  დიდთოვლობით გამოწვეული ზვავის შედეგად  22 ადამიანი გარდაიცვალა,  მათ შორის   მოზარდებიც.  მათი  მემორიალი კიდევ ერთხელ ყვავილებით შეამკეს ადგილობრივებმა,  დაღუპულების ახლობლებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში