უწყლოდ დარჩენილი სოფლები ქობულეთში

21 თებერვალი 2022, 18:21 1657 ნახვა

უწყლოდ დარჩენილი სოფლები ქობულეთში. გვარას, ხუცუბნისა და კონდიდის მცხოვრებლებს კვირაზე მეტია სასმელი წყალი არ მიეწოდება. მიზეზი სოფელ ქობულეთში მდებარე სათავე ნაგებობის დაზიანებაა,  მოსახლეობა ამბობს, რომ სასმელ წყალს წყაროებიდან ხელით ეზიდებიან. ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად ტექნიკური ჯგუფები მუშაოებენ. ქობულეთის მერის მოადგილის თქმით, სათავე ნაგებობასთან არსებული დაზიანებები  უპრეცენდენტოდ მასშტაბურია, მეწყერმა ცენტრალური წყლის გამანაწილებელი მილსადენი  მწყობრიდან გამოიყვანა. როდის აღდგება  წყლის მიწოდება, ზუსტი დრო უცნობია.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში