თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 22 პირი დააკავეს, მათ შორის 17 ნარკორეალიზატორია - შსს

15 მარტი 2022, 12:10 1160 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 22 პირი დააკავეს, მათ შორის 17 ნარკორეალიზატორია. 

უწყების ცნობით, დაკავებულებს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებაში ედებათ.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სისტემატურად ყიდდნენ.

სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალებების - „ჰეროინის“, „პრეგაბალინის“, „სუბოქსინის“ და „ალფა-პვპ“-ს საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.

პოლიციამ, დაკავებული ნარკორეალიზატორების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო განსაკუთრებთ დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, სავარაუდოდ, ნარკოტიკების გაყიდვის შედეგად მიღებული თანხები - 18 135 ლარი და 1600 აშშ დოლარი, ასევე, საინექციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები.

''გარდა ნარკორეალიზატორებისა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის 5 პირი დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი ბინების და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის, რ.ჩ.-სგან ნივთმტკიცების სახით ამოიღეს 64 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ". ზ.ზ.-ის პირადი ჩხრეკის შედეგად კი პოლიციამ 45 შეკვრად დაფასოებული, „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღო'' - აცხადებენ შსს-ში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი