ჩვენ სანქციებს ვუწესებთ მეტ ბანკს და ვაძლიერებთ შეიარაღების მიწოდებას უკრაინისთვის - ლიზ ტრასი

07 აპრილი 2022, 10:33 737 ნახვა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივნის, ლიზ ტრასის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, დიდი შვიდეული და ნატო აძლიერებენ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.

„უკრაინაში პუტინის მიმდინარე აგრესიის გამო, დიდი შვიდეული და ნატო აძლიერებენ ძალისხმევას სანქციებსა და შეიარაღებაზე. გაერთიანებული სამეფო რუსული ენერგორესურსების სრულ იმპორტს კრძალავს. ჩვენ სანქციებს ვუწესებთ მეტ ბანკს და ვაძლიერებთ ჩვენი შეიარაღების მიწოდებას უკრაინისთვის“, – განაცხადა ლიზ ტრასმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში