რუსეთის მიერ ევროპის ქვეყნებისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტა შანტაჟის ინსტრუმენტია - ლაიენი

27 აპრილი 2022, 13:45 1047 ნახვა

ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთის გადაწყვეტილება ევროპის ქვეყნებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის შესახებ შანტაჟის ინსტრუმენტია.

დღეიდან, 27 აპრილიდან რუსეთი პოლონეთსა და ბულგარეთს გაზის მიწოდებას შეუწყვეტს. 

ევროკომისიის პრეზიდენტი ამბობს, რომ ევროკავშირი ამ სცენარისთვის მზად არის. ​​ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ აქვთ სათადარიგო გეგმები ამ სცენარისთვის. 

„ჩვენ ასევე გავაგრძელებთ მუშაობას საერთაშორისო პარტნიორებთან ალტერნატიული ნაკადების უზრუნველსაყოფად და მე გავაგრძელებ მუშაობას ევროპელ და მსოფლიო ლიდერებთან, ევროპის ენერგომომარაგების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ევროპელებს შეუძლიათ, ჩვენი სრული მხარდაჭერის იმედი ჰქონდეთ“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში