ბრიტანეთი უკრაინას 300 მილიონი ფუნტის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

03 მაისი 2022, 10:07 993 ნახვა

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 300 მილიონი ფუნტის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

დახმარება მოიცავს რადიოელექტრონულ აღჭურვილობას, ასევე მობილურ რადიოლოკაციურ სისტემებსა და ღამის ხედვის აღჭურვილობას. სამხედრო დახმარებას შორის ასევე იქნება უპილოტო საფრენი აპარატები, GPS-ის სიგნალის ჩახშობის აღჭურვილობა და ჯავშანჟილეტები.

„უახლოეს კვირებში ჩვენ გამოგიგზავნით Brimstone-ს, რომელიც არის გემსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა, ასევე ჯავშანტექნიკას, რათა ხალხის ევაკუაცია მოახდინოს დატყვევებული ტერიტორიებიდან და საფრთხის ქვეშ მყოფი ადგილებიდან... ჩვენ ვსაუბრობთ ახალ 300 მილიონი ფუნტის მხარდაჭერის პაკეტზე”, - განაცხადა ჯონსონმა.

რადაში სიტყვით გამოსვლისას ჯონსონმა თქვა, რომ უკრაინა მოიგებს ომს და მისი გამარჯვების ისტორიები თაობიდან თაობას გადაეცემა.

„ამის შესახებ ეტყვიან თავიანთ შვილებს და შვილიშვილებს, რომ უკრაინელებმა ასწავლეს მთელ მსოფლიოს, რომ აგრესორის სასტიკ ძალა ვერაფერს უზამს თავისუფლება არჩეულ ხალხს. თავგანწირვამ დაამტკიცა, რომ იარაღს და ტანკს არ შეუძლია დათრგუნოს ერი, რომელიც თავისი დამოუკიდებლობისთვის იბრძვის, ამიტომ მჯერა და ვიცი, რომ უკრაინა გაიმარჯვებს"- განაცხადა ჯონსონმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში