დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია და ფოტოგამოფენა  

26 მაისი 2022, 14:25 1093 ნახვა

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღისადმი  მიძღვნილი კონფერენცია და ფოტოგამოფენა გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

სამეცნიერო სესიაზე სტუდენტებს სხვადასხვა  უმაღლესი  საგანმანათლებლო  დაწესებულების  პროფესორ-მასწალებლებმა 104 წლის წინ საქართველოში განვითარებულ  პოლიტიკური და ეკონომიკური  მოვლენების  შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

კონფერენციის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ დამოუკიდებლობის აღდგენის ამსახველი ფოტომასალები.

ღონისძიება უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეციერებათა ფაკულტეტის ისტორიის, არქეოლოგიისა  და  ეთნოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში